აშშ-ს საელჩოს განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ ივანიშვილის რეჟიმთან ურთიერთობები არ გადაიტვირთება - ბოკუჩავა

28.05.25 13:54
აშშ-ს საელჩოს განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ ივანიშვილის რეჟიმთან ურთიერთობები არ გადაიტვირთება - ბოკუჩავა

ამერიკის საელჩოს განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ ივანიშვილის რეჟიმთან ურთიერთობების გადატვირთვა პირობების შესრულებამდე არ მოხდება, - ამის შესახებ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი თინა ბოკუჩავა საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ცივილიზებული მსაყროს და ქართველი ხალხის მოთხოვნები უცვლელია და ის ახალ, თავისუფალ არჩევნებს და პოლიპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს. 

ამერიკის საელჩოს განცხადება არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ არანაირი გადატვირთვა ივანიშვილის რეჟიმთან ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არ იქნება მანამ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ შეასრულებს იმ პირობებს, რომელსაც მას უსახავს ცივილიზებული სამყარო და ამ ცივილიზებული სამყაროს ლიდერი აშშ და რაც მთავარია, ქართველი ხალხი. ეს არის ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და ახალი თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

შეერთებული შტატების საელჩს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.

დიპლომატიური უწყების ცნობით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს „ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“.

განცხადების თანახმად, სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა: