ივანიშვილს მხოლოდ საკუთარი ფული ადარდებს - ეკა გიგაური
ივანიშვილს მხოლოდ საკუთარი ფული ადარდებს, - ასე აფასებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური ოლიგარქის წერილს, რომლითაც აშშ-ს საელჩოს განცხადებას უპასუხა.
მესამე სექტორის წარმომადგენელი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის ინტერესში არც ქვეყნის ევროინტეგრაცია და არც ადამიანის უფლებების დაცვა შედის. მისი თქმით, ოლიგარქმა უნდა იცოდეს, რომ თუკი პარტნიორების რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და ქვეყანას ანტიდემოკრატიულ გზაზე არ წაიყვანს, მას შესაბამისად, არ პრობლემები შეექმნება.
ჩვენ რაც გავიგეთ, არის მხოლოდ ის, რომ მას ადარდებს მხოლოდ და მხოლოდ თავისი ფული. მას არ ადარდებს არც ადამიანის უფლებები, არც საქართველოს მომავალი, არც ევროინტეგრაცია, არც ჩვენი უსაფრთხოება, არც ჩვენი სიმშვიდე. საერთოდ არ ადარდებს ეს. ანუ ის, რაზეც დღეს "ქართული ოცნება" საურობს და პროპაგანდას ეწევა, რომ თითქოს ევროინტეგრაციის სურვილი აქვს, ან ქართველ ხალხზე ზრუავენ, ეს ასე არ არის. მას ალბათ იმედი აქვს იგივე რუსეთის, იმიტომ, რომ გრძელვადიან პარტნიორს და ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფოს ასეთი ტონით არ ელაპარაკები.
ბიძინა ივანიშვილმა ალბათ უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ თუკი იგი ქვეყანას დასავლეთის მიმართულებით წაიყვანს, ადამიანის უფლებებს არ დაარღვევს და ქვეყანას მისცემს ევროინტეგრაციის შანსს, მას პრობლემები არ შეექმნება. ეს პრობლემებიც ხომ მაგიტომ შეექმნა, რომ ზუსტად ამ პრობლემებს უქმნის ქართველ ხალხს?, - ამბობს ეკა გიგაური.
შეერთებული შტატების საელჩს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.
დიპლომატიური უწყების ცნობით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს „ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“.
განცხადების თანახმად, სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა.
ამერიკის საელჩოს ამ განცხადებას ბიძინა ივანიშვილი საგანგებო წერილით გამოეხმაურა. ოლიგარქი ადასტურებს, რომ 22 მაისს ელჩ დანიგანს უნდა შეხვედროდა, თუმცა დიპლომატს აუდიენციაზე უარი უთხრა.
ვრცელ წერილში ივანიშვილი უარის მიზზად ისევ " პირად შანტაჟს" და კომპლექსებს ასახელებს. ოლიგარქი წერს, აშშ-ის მიერ დაწესებულ, როგორც "ფორმალურ, ასევე არაფორმალური სანქციებზეც".