ივანიშვილს აშშ-ს ელჩისთვის სათქმელი არაფერი აქვს - თინა ხიდაშელი

28.05.25 17:23
ივანიშვილს აშშ-ს ელჩისთვის სათქმელი არაფერი აქვს - თინა ხიდაშელი

ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ივანიშვილს აშშ-ს ელჩისთვის სათქმელი არაფერი აქვს და შეხვედრაზეც უარი ამიტომ უთხრა. "სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელის თქმით, ოლიგარქმა კარგად იცოდა, რა მინიმალურ პირობებზე იქნებოდა საუბარი ამერიკელი დიპლომატის მხრიდან, რისთვისაც მზად არ იყო. 

ივანიშვილი არ ხვდება იმიტომ, რომ ერთი, მას სათქმელი არაფერი აქვს. მეორე, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, მან ძალიან კარგად იცის, რა არის ის მინიმალური პირობები, რომლის დაკმაყოფილების გარეშეც არავითარი გადატვირთვა, გაახლება, გაუმჯობსება ურთიერთობების არ იქნება და ის არ არის დღეს მზად, ამ მინიმალურ პირობებზე წავიდეს. მინიმალური პირობები ჰქვია იმას, რომ ადამიანებს სახის ძვლები არ უდა დაულეწონ, იმიტომ, რომ განსხვავებული მოსაზებები აქვთ და იმიტომ, რომ ადამიანები ამ ქვეყანაში, თქვენ, მე, ნებისმიერმა, გადავწყვიტეთ, რომ თავისუფლებაში გვინდოდა, გვეცხოვრა და საკუთარი აზრი გვქონოდა ფაქტებზე, მოვლენებზე, ვითარებაზე საკუთარ სამშობლოში, ამის გამო ციხეში არ უნდა ჩაგვსვან, - ამბობს თინა ხიდაშელი. 

შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.

დიპლომატიური უწყების ცნობით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს „ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“.

განცხადების თანახმად, სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა. 

ამერიკის საელჩოს ამ განცხადებას ბიძინა ივანიშვილი საგანგებო წერილით გამოეხმაურა. ოლიგარქი ადასტურებს, რომ 22 მაისს ელჩ დანიგანს უნდა შეხვედროდა, თუმცა დიპლომატს აუდიენციაზე უარი უთხრა.

ვრცელ წერილში ივანიშვილი უარის მიზზად ისევ " პირად შანტაჟს" და კომპლექსებს ასახელებს. ოლიგარქი წერს, აშშ-ის მიერ დაწესებულ, როგორც "ფორმალურ, ასევე არაფორმალური სანქციებზეც".