ივანიშვილს ამერიკელების გზავნილების შეეშინდა - ხარშილაძე
სტრარტეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე ფიქრობს, რომ აშშ-ს ელჩათნ შეხვედრაზე ივანიშვილის უარი მისმა შიშმა განაპირობა. ექსპერტის თქმით, ოლიგარქს შეეშინდა იმის, თუ რას ეტყოდნენ მას ამერიკელები.
ხარშილაძის განმარტებით, ივანიშვილს არ სურდა, მოესმინა ის გზავნილები, რასაც აშშ-ს წინა ადმინისტრაციას "ოცნებას" უგზავნიდა.
ეს უარი, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ პირველი, ივანიშვილს არ უნდა პასუხისმგებლობა ამ პროცესზე და მეორე ის, რომ მას ეშინია. მას ეშინია იმის, თუ რას ეტყვიან ამერიკელები, იმიტომ, რომ მთელი მათ ფილოსოფია იყო აგებული იმაზე, რომ "ტრამპი მოვა და დავალაგებთ". აი, მოვიდა ტრამპი და ტრამპის პირობებშიც თუ ამან გზავნილი მიიღო, რომ ისევ თავისუფალი სასამართლო უნდათ, პოლიტპტიმრების ციხიდან გამოშვება ანუ ის ყველაფერი, რასაც წინა ადმინისტრაციიდან ხდებოდა, ეს თავიდან ბოლომდე დაამსხვრევს მის ილუზიებს იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო თანამედროვე მსოფლიო წესრიგი მისი გაგებით, - ამბობს ნოდარ ხარშილაძე.
შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.
დიპლომატიური უწყების ცნობით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს „ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“.
განცხადების თანახმად, სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა.
ამერიკის საელჩოს ამ განცხადებას ბიძინა ივანიშვილი საგანგებო წერილით გამოეხმაურა. ოლიგარქი ადასტურებს, რომ 22 მაისს ელჩ დანიგანს უნდა შეხვედროდა, თუმცა დიპლომატს აუდიენციაზე უარი უთხრა.
ვრცელ წერილში ივანიშვილი უარის მიზზად ისევ " პირად შანტაჟს" და კომპლექსებს ასახელებს. ოლიგარქი წერს, აშშ-ის მიერ დაწესებულ, როგორც "ფორმალურ, ასევე არაფორმალური სანქციებზეც".