ხაზარაძე: "ივანიშვილისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა ფულია - ის სახელმწიფო ინტერესებს პირად ინტერესებში ცვლის"
"ივანიშვილისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა ფულია. ის სახელმწიფო ინტერესებს და ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს პირად ინტერესებში ცვლის" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ივანიშვილის მიერ ამერიკის ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარის თქმის საპასუხოდ წერს.
მამუკა ხაზარაძის შეფასებით, ქართველი ოლიგარქი ყველა შესაძლო გზით სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას ანგრევს და ამით რუსულ დავალებას ასრულებს.
"თავის მხრივ, აშშ-ის საელჩოს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ხელისუფლებას და მის ე.წ. პრემიერ-მინისტრს არავინ აღიარებს და ცდილობენ ელაპარაკონ მხოლოდ ივანიშვილს, როგორც მმართველ ოლიგარქს, რომელმაც მოიპარა ძალაუფლება" - წერს ხაზარაძე.
ივანიშვილისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივაცია ფულია. ის სახელმწიფო ინტერესებს და ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს ცვლის პირად ინტერესებში.
“თუ ფულს დამიბრუნებთ, თქვენი კარნახით ნებისმიერი დანიშნულებით დავხარჯავ, ანუ ყველა დავალებას შეგისრულებთ" - ეს არის სახელმწიფო აზროვნება? - ეს არის ვაჭრობა ქვეყნის საზიანოდ!
ფულთან ერთად ივანიშვილი ასრულებს რუსულ დავალებას და ყველა შესაძლო საშუალებით ანგრევს ურთიერთობებს ჩვენს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან.
თავის მხრივ, აშშ-ის საელჩოს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ხელისუფლებას და მის ე.წ. პრემიერ-მინისტრს არავინ აღიარებს და ცდილობენ ელაპარაკონ მხოლოდ ივანიშვილს, როგორც მმართველ ოლიგარქს, რომელმაც მოიპარა ძალაუფლება.
ეს ოლიგარქიული მმართველობა საქართველოში დასრულდება ძალიან მალე, ამის ყველა ნიშანი სახეზეა!
კრიზისი, რომელშიც შესულია "ოცნება” დასრულდება და აუცილებლად ჩაიყოლებს ოლიგარქს და მის პოლიტიკოს მონებს!" - წერს მამუკა ხაზარაძე.
შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.
დიპლომატიური უწყების ცნობით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს „ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“.
განცხადების თანახმად, სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა.
ამერიკის საელჩოს ამ განცხადებას ბიძინა ივანიშვილი საგანგებო წერილით გამოეხმაურა. ოლიგარქი ადასტურებს, რომ 22 მაისს ელჩ დანიგანს უნდა შეხვედროდა, თუმცა დიპლომატს აუდიენციაზე უარი უთხრა.
ვრცელ წერილში ივანიშვილი უარის მიზზად ისევ "პირად შანტაჟს" და კომპლექსებს ასახელებს. ოლიგარქი წერს, აშშ-ის მიერ დაწესებულ, როგორც "ფორმალურ, ასევე არაფორმალური სანქციებზეც".