"ივანიშვილს ქვეყნის ინტერესები არაფრად უღირს" - ვაშაძე

28.05.25 22:33
 "ივანიშვილს ქვეყნის ინტერესები არაფრად უღირს" - ვაშაძე

"ივანიშვილს არაფრად არ უღირს ქვეყანა და ქვეყნის ინტერესები" - ასე აფასებს "ტვ პირველის" ეთერში "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ივანიშვილის მიერ აშშ-ის ელჩისთვის შეხვედრაზე უარის თქმას. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ქართველი ოლიგარქის მთავარი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა, რასაც ვაშაძის განმარტებით, ივანიშვილი ავტორიტარიზმის სრული კონსოლიდაციით ცდილობს. 

ივანიშვილის რეჟიმი არა თუ ვერ ახერხებს ურთიერთობის დალაგებას დასავლეთთან, არამედ საკმაოდ მძიმე კრიზისში არის.  ტრამპის ადმინისტრაცია არის ძალიან შედეგზე ორიენტირებული. ეს არის ადმინისტრაცია, რომელიც ამბობს, რომ შედეგი გვინდა, აი ეს და ეს შედეგი მიიღწევა ასე...

თუ შენ შენი სამშობლო გიყვარს და ქვეყნის ინტერესები გამოძრავებს, როგორ შეიძლება უარი უთხრა ელჩს. პუტინი ხვდება ვიტკვოვს, როცა ის არც მისი რანგის არის და არც არაფერი, იმიტომ რომ მისი ქვეყნის ინტერესები ამოძრავებს.

როცა შენ შანსი გაქვს, რომ ურთიერთობაში რამე გაარკვიო ამერიკასთან შენი ქვეყნის სასიკეთოდ და შენ ასე იქცევი, ეს იგი შენ არაფრად არ გიღირს შენი ქვეყანა და არაფრად არ გიღირს შენი ქვეყნის ინტერესები. ამის მთავარი მიზეზი არის ძალაუფლების შენარჩუნება. ივანიშვილმა იცის, რომ თუ ის ვერ შეძლებს ავტორიტარიზმის ბოლომდე კონსოლიდაციას ამ ქვეყანაში, ის დაკარგავს ძალაუფლებას", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.

დიპლომატიური უწყების ცნობით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს „ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“.

განცხადების თანახმად, სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა. 

ამერიკის საელჩოს ამ განცხადებას ბიძინა ივანიშვილი საგანგებო წერილით გამოეხმაურა. ოლიგარქი ადასტურებს, რომ 22 მაისს ელჩ დანიგანს უნდა შეხვედროდა, თუმცა დიპლომატს აუდიენციაზე უარი უთხრა.

ვრცელ წერილში ივანიშვილი უარის მიზზად ისევ " პირად შანტაჟს" და კომპლექსებს ასახელებს. ოლიგარქი წერს, აშშ-ის მიერ დაწესებულ, როგორც "ფორმალურ, ასევე არაფორმალური სანქციებზეც".

მსგავსი სიახლეები