ბაჩიაშვილი ივანიშვილის მძევალია, მიზანი თავისუფლების სანაცვლოდ ფულის გამოძალვაა - პეტრე ცისკარიშვილი

29.05.25 13:17
ბაჩიაშვილი ივანიშვილის მძევალია, მიზანი თავისუფლების სანაცვლოდ ფულის გამოძალვაა - პეტრე ცისკარიშვილი

ბაჩიაშვილი ივანიშვილის მძევალია - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა "პირველებთან" განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს თავისუფლების სანაცვლოდ ფული გამოსძალოს. 

არავინ არ არის სულელი. სუს-ის ამ ზღაპრების და ე.წ. ვერსიების არავის არ სჯერა. ყველა გადასარევად მიხვდა, რა მოხდა, როგორ მოხდა, როგორ მოიტაცეს ეს კაცი და აღმოჩნდა ქართულ ე.წ. მართლმსაჯულებაში ბიძინა ივანიშვილის პირად მძევლად. ბაჩიაშვილი პოლიტპატირმობის გარდა არის ივანიშვილის მძევალი, სწორედ იმ მიზნით, რომ მას ფული გამოსძალონ თავისუფლების სანაცვლოდ", - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი. 

გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლოშია - "პირველების" ინფორმაციით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ბადრაგების სამსახურმა უკვე მიიყვანა საქალაქოში. საუკუნის გაქცევის მთავარი გმირი დუმილის დარღვევისთვის ემზადება. "მტკვარი ჰესის" საქმეზე პროცესი ზუსტად 14:00 საათზე დაიწყება.

პატიმარი, რომელიც წლები ივანიშვილის მილიარდების განკარგავდა, მზადაa მისი დაკავების ბურუსით მოცულ ამბავზე საჯაროდ ილაპარაკოს. წესით, დღეს უნდა გაეცეს მთავარ კითხვას პასუხი - როგორ მოხვდა  გიორგი ბაჩიაშვილი აბუდაბიდან - რუსთავის მე-12 ციხეში.

  • გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ დილით სუს-მა გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები