ბაჩიაშვილის დაკავება ივანიშვილს პერსონალური ვენდეტაა - გრიგოლ გეგელია

29.05.25 13:24
ბაჩიაშვილის დაკავება ივანიშვილს პერსონალური ვენდეტაა - გრიგოლ გეგელია

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას "ივანიშვილის პირად ვენდეტად" აფასებს და ამბობს, რომ ქართველი ოლიგარქის მიზანი ამ საქმეში პერსონალური ფინანსური უზრუნველყოფაა.

მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც საღი აზრი გააჩნია, ძძალიან ბევრს გაიცინებს იმის წარმოდგენაზეც, რომ თითქოს ბაჩიაშვილმა უბრალოდ გადაწყვიტა რომ ესეირნა ივანიშვილსი მიდამოებში, ნეიტრალურ ზოლში, სადაც რასაკვირველია მისი დაპატიმრების შანსი იყო განუზომლად უფრო მაღალი, ვიდე სხვა წერტილში. ყველამ კარგად ვიცით, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის ივანიშვილს პერსონალური ვენდეტა, პერსონალური ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით", - აცხადებს გრიგოლ გეგელია. 

გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლოშია - "პირველების" ინფორმაციით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ბადრაგების სამსახურმა უკვე მიიყვანა საქალაქოში. საუკუნის გაქცევის მთავარი გმირი დუმილის დარღვევისთვის ემზადება. "მტკვარი ჰესის" საქმეზე პროცესი ზუსტად 14:00 საათზე დაიწყება.

პატიმარი, რომელიც წლები ივანიშვილის მილიარდების განკარგავდა, მზადაa მისი დაკავების ბურუსით მოცულ ამბავზე საჯაროდ ილაპარაკოს. წესით, დღეს უნდა გაეცეს მთავარ კითხვას პასუხი - როგორ მოხვდა  გიორგი ბაჩიაშვილი აბუდაბიდან - რუსთავის მე-12 ციხეში.

  • გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ დილით სუს-მა გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები