გიორგი ჩიკვაიძე: ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას
გიორგი ჩიკვაიძე პოლიტიკაში მიდის - რეჟიმის მამხილებელი ბიზნესმენის მიერ მიღებული გადაწყვეტილება "ტვ პირველის" ეთერში მისმა უფლებადამცველმა, ეკა ბესელიამ გააჟღერა.
როგორც "მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელმა თქვა, ოთხ კედელში გამომწყვდეული ბიზნესმენი საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებით მიმდინარე პროცესებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას გეგმავს.
გიორგი ჩიკვაიძემ ჰელსინკის კომისიას ინფორმაციები მიაწოდა. ამის გამოც არის მასზე მომატებული ინტერესი გარკვეული ზეწოლის და სხვადასხვა მეთოდების გამოყენების. მისი დაცვის და უსაფრთხოების საკითხები უნდა გავაძლიეროთ. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, მან დღეს მითხრა, რომ პოლიტიკაში ჩართვას აპირებს და პოლიტიკურ პროცესებში საკუთარი შესაძლებლობებით, როლით მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას. ეს არის მისი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მყარად მაქვს მიღებულიო." - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მის ბიზნესპარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს 8 წლით. გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა.
- შგიორგი ჩიკვაიძეს და და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.