სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სენატორ სტივ დეინსს ყველა იმ გამოწვევის შესახები ესაუბრა, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს.
"წინააღმდეგობის პლატფორმის სახელით დღეს მე შევხვდი სენატორ დეინსს... ჩვენ შეგვხვდა, ოპოზიციას მხოლოდ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სენატორი დეინსი საქართველოში დღეს ჩამოვიდა - აშშ-ის საელჩომ დაწერა, რომ ის ტრამპისა და რუბიოს მთავარი პრიორიტეტების გაჟღერებას გეგმავს.