მოსკოვის შეთავაზება “ოცნებას“ -ივანიშვილის დეპუტატები კარასინის განცხადებას პასუხობენ
მოსკოვის შეთავაზება “ოცნებას“ -ივანიშვილის დეპუტატები კარასინის განცხადებას პასუხობენ და აცხადებენ, რომ, თითქოს, მათთვის საინტერესო და მნიშვენლოვანი არ არის, რა განცხადებები გაკეთდება კრემლში.
გია ვოლსკის მტკიცებით, “კარასინი მაღალი დონის ჩინოვნიკი და გამოცდილი დიპლომატია და მსგავს განცხადებას დიპლომატიურ პოლიტიკურ სივრცეში გარკვეული ინტრიგის შესატანად აკეთებს.“
კარასინი მაღალი დონის ჩინოვნიკი, გამოცდილი დიპლომატია და კარგად უნდა ესმოდეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, იმ პირობებში, რომ საქართველოში უკვე არსებობს დიპლომატიური მისიები, რომლებსაც მსოფლიო არ ცნობს, მაგრამ აფხაზეთში და ცხინვალში არიან ელჩები, არა მარტო საქართველოში, არამედ ძალიან დიდი ქვეყნებისთვის, მათ შორის აშშ-ისთვისაც ძალიან ხელსაყრელი იქნებოდა, რომ ნორმალური ურთიერთობები ჰქონოდა რუსეთს. ჩვენც გვაწყობს, რომ დიდი ქვეყნები ერთმანეთში მოლაპარაკებულები იყვნენ, მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებითაც. ეს არ ხდება, სამწუხაროდ, ამისი წინაპირობა არ არსებობს, ჯერჯერობით. ეს კარგად იცის კარასინმა, განცხადებასაც იმიტომ აკეთებს, რომ გარკვეული ინტრიგა შემოიტანოს იმ ფრონტზე, რასაც იგი ემსახურება, ეს არის ეს არის დიპლომატიური პოლიტიკური სივრცე,- ამბობს გია ვოლსკი.
„ოცნების“ კდიევ ერთი დეპუტატი კი ამბობს, რომ “რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების განახლებაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები აღარ იქნება ოკუპირებული.“
დიპლომატიური ურთიერთობების განახლებაზე, ზოგადად, რაიმე ტიპის კომუნიკაციაზე და აქტიურ კოორდინაციაზე ამ მხრივ, შეიძლება საუბარი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები აღარ იქნება ოკუპირებული. არცერთი ფორმატი დამატებით, არცერთი შეხვედრა არ იქნება, სანამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის ოკუპირებული, - ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე.
რაც შეეხება შალვა პაპუაშვილს-მან “ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვებს არ უპასუხა და პარლამენტში კომენტარის გარეშე შევიდა.