მოსამართლე შვანგარიძეს ჰყავს უკანონო პატიმარი - ნიკა გვარამია

30.05.25 17:03
მოსამართლე შვანგარიძეს ჰყავს უკანონო პატიმარი - ნიკა გვარამია

 

 

ნიკა მელია, რომელიც მოსამართლე შვანგირაძემ პატიმრობაში გაუშვა, ამ წუთებში რუსთავის ციხეში გადაჰყავთ. მოსამართლე შვანგირაძის გადაწყვეტილება ოპოზიციის ლიდერს არ მოუსმენია, რადგან ის სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

 

დახურულ პროცესზე მოსამართლე შვანგირაძე ამტკიცებდა, რომ მელია წესებს არ ემორჩილება, კანონდამრღვევია და ამიტომ ის ციხეში უნდა იყოს.

დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის უფლებადამცველი და მისი თანაგუნდელი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ დღეიდან მოსამართლე შვანგირაძეს ნიკა მელიას სახით (და არა მარტო) უკანონო პატიმარი ჰყავს. 

მოსამართლე იჯდა მჩხიბავივით, რაღაცებს კითხულობდა და ვარაუდობდა - თქვა გვარამიამ განაჩენსი გამოცხადების შემდეგ. 

მოსამართლე შვანგირაძეს ჰყავს უკანონო პატიმარი, არა იმიტომ, რომ არასწორად განმარტა ნორმა, ან მიუსაჯა მტკიცებულებები გარეშე, არამედ დაარღვია კანონის ის მოთხოვნა, რომ ადამიანი ამ ვითარებაში პატირმობაში არ შეიძლება რომ იყოს, წერტილი. მისი მოსაზრებებით ადამიანები არ მიდიან წინასწარ პატიმრობაში. თუ ნიკას 29 დრეში შეეძლო გადახდა, 3 საათშიც შეეძლო. მოსამართლე იჯდა მჩხიბავივით, რაღაცებს კითხულობდა და ვარაუდობდა. მე ახლა მკითხავი არ ვარ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის თქმით, სასამართლომ დაარღვია ნიკა მელიას უფლებები და მაშინ, როცა მას შეიძლებოდა გირაო გადაეხადა (საუბარია ბოლო სამ საათზე) უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ნიკა მელია წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. ამის შემდეგ საქმე არსებით განხილვაზე გადადის. 

როგორც მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ განმარტა, ამ საქმეზე შეფარდებული 50 000 ლარის ოდენობით გირაოს არ გადახდა ნიკა მელიას მხრიდან მოხდა მიზანმიმართულად.

შემდეგი სასამართლო სხდომა ირაკლი შვანგირაძემ 12 ივნისს ჩანიშნა.

მსგავსი სიახლეები