ჯო უილსონი სენატორ სტივ დეინსის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება

30.05.25 17:33
ჯო უილსონი სენატორ სტივ დეინსის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება

„MEGOBARI აქტის“ ავტორი, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, სტივ დეინსის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება:

„მიხარია, რომ ჩემი მეგობარი სენატორი სტივ დეინსი თბილისში საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა. ანტი-ამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი თავს ესხმის პრეზიდენტ ტრამპსა და ოპოზიციას კრძალავს. ერთადერთი წინ მიმავალი გზა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა!“ - წერს უილსონი.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი საქართველოში სტუმრობისას შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ასევე ირაკლი კობახიძეს.

მსგავსი სიახლეები