კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ - ცესკო ადასტურებს, რომ კუჭავამ კანონი დაარღვია

02.10.21 11:40
კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ  -  ცესკო ადასტურებს, რომ კუჭავამ კანონი დაარღვია

პარლამენტის თვამჯდომარემ, კახა კუჭავამ, კანონი დაარღვია. ამის შესახებ ბრიფინგზე ცესკო-ში განაცხადეს. ცესკო-ში აცხადებენ, რომ დარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისად იმოქმედებენ. 

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სიმბოლიკის გამოყენებასთან დაკავშირებით, თქვენ როგორც იცით, ის მიბრძანდა საარჩევნო სიმბოლიკის პირბადით საარჩევნო  უბანზე, აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო  საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს, ცალსახად დარღვეულია აქ უბანზე აგიტაციის წესი", - განაცხადეს ცესკო-ში. 

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარეს "ქართული ოცნების" პარტიიის ნომრიანი პირბადე ეკეთა.  

მსგავსი სიახლეები