რას ამბობს მაკა ბოჭორიშვილი სტივ დეინსთან შეხვედრის შემდეგ

30.05.25 17:41
რას ამბობს მაკა ბოჭორიშვილი სტივ დეინსთან შეხვედრის შემდეგ

სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრის შემდეგ, საგარეო უწყება მაკა ბოჭორიშვილის კომენტარს ავრცელებს.

“ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრაზე პოზიტიურ ჭრილში საუბრობს, თუმცა არ აკონკრეტებეს, რა მოხდება ამ შეხვედრის შემდეგ “ოცნების“ პოლიტიკაში, რას შეცვლის და რა ნაბიჯები გადაიდგმება იმისთვის, რომ ურთიერთობები პარტნიორ სახელმწიფოსთან აღდგეს.

სენატორის მხრიდან ძალიან ღრმა დაინტერესება იყო გამოჩენილი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. ის საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, ეს ცალსახად იყო მისი მხრიდან ნათქვამი. არაერთხელ აღინიშნა, რომ ის კომუნიკაცია, რომელიც მოხდა პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა საბოლოო ჯამში გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე; იმ მიდგომებზე, რაც ყალიბდება აშშ-ში საქართველოსთან დაკავშირებით და ეს პოზიტიურად აისახება ჩვენი შემდგომი ურთიერთობების განვითარებაზე“, -ამბობს ბოჭორიშვილი.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი საქართველოში სტუმრობისას შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ასევე ირაკლი კობახიძეს.

მსგავსი სიახლეები