შეშფოთებული ვარ მელიას და ჯაფარიძის დაკავებით - სტენერგარდი
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.
მარია სტენერგარდი პლატფორმა X-ზე წერს, რომ შვედეთი ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და მათ ევროპულ მისწრაფებას მხარს მტკიცედ უჭერს.
შეშფოთებული ვარ საქართველოში ოპოზიციის ლიდერების, ნიკა მელიას და ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით. შვედეთი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და ქართველი ხალხის უმრავლესობის ევროპულ მისწრაფებას". - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ნიკა მელია წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. საქმე არსებით განხილვაზე გადადის. შემდეგი სასამართლო სხდომა ირაკლი შვანგირაძემ 12 ივნისს ჩანიშნა.
იქამდე, ვიდრე გისოსებს მიღმა ნიკა მელიას გამოამწყვდევდნენ, ხელბორკილები მის თანაგუნდელს, ზურაბ ჯაფარიძეს დაადეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს რეჟიმი ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს არგადახდას ედავება.