EU-ს პრესსპიკერი: "პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს - ყველა, ვინც ფუნდამენტური უფლებების გამოყენებისთვის დააკავეს, უნდა გათავისუფლდეს"

30.05.25 22:05
EU-ს პრესსპიკერი: "პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს - ყველა, ვინც ფუნდამენტური უფლებების გამოყენებისთვის დააკავეს, უნდა გათავისუფლდეს"

საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე ევროკავშირის პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი ქართველი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. 

ანუარ ელ ანუნი პლატფორმა X-ზე წერს, რომ "პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს". 

საქართველო: ზურაბ ჯაფარიძის [დაპატიმრებიდან] ერთი კვირის შემდეგ გუშინ კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია იქნა დაპატიმრებული. პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს. ყველა, ვინც ფუნდამენტური უფლებების გამოყენებისთვის იქნა დაკავებული, უნდა გათავისუფლდეს,” - წერს ელ ანუნი.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ნიკა მელია წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. საქმე არსებით განხილვაზე გადადის. შემდეგი სასამართლო სხდომა ირაკლი შვანგირაძემ 12 ივნისს ჩანიშნა.

იქამდე, ვიდრე გისოსებს მიღმა ნიკა მელიას გამოამწყვდევდნენ, ხელბორკილები მის თანაგუნდელს, ზურაბ ჯაფარიძეს დაადეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს რეჟიმი ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს არგადახდას ედავება. 

მსგავსი სიახლეები