წიკლაური მელიას დაკავებაზე: "ოცნებამ" საღი აზრი დაკარგა - მათი გადაწყვეტილებები ლოგიკას არ ექვემდებარება

30.05.25 22:30
წიკლაური მელიას დაკავებაზე: "ოცნებამ" საღი აზრი დაკარგა - მათი გადაწყვეტილებები ლოგიკას არ ექვემდებარება

"ოცნებამ" საღი აზრი დაკარგა, მათი გადაწყვეტილებები ლოგიკას არ ექვემდებარება, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა ნიკა მელიას ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებასთან დაკავშირებით საუბრის დროს განაცხადა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერისთვის ხელბორკილების დადება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. 

ხელისუფლების ნაბიჯების პროგნოზირება ძნელია. მათ საერთოდ დაკარგეს საღი აზრი და მათი გადაწყვეტილებები არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. თვით ნიკა მელიას გუშინდელი ამბავი არის ამის მკაფიო დადასტურება. ხელისუფლებამ დღეს გვითხრა, რომ თურმე მელია დააკავეს იმისთვის, რომ პოლიციელს სიტყვიერად შეურაცხყოფდა, მაგრამ ამავე დროს, 100-კაციანი ჩასაფრება იყო იქ, სადაც მელია იქნა დაკავებული. არანაირი ლოგიკა, როგორ მიმდინარეობს გადაწყვეტილებების მიღება ამ გუნდში, არ არსებობს. ერთი რამ, რაც ზუსტად ვიცით, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ამ ტიპის ქმედებები უკავშირდება მხოლოდ იმას, რომ ხელისუფლებამ არ იცის, რა ტიპის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს. მათ დაკარგეს ყველანაირი პოლიტიკური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პოლიტიკური დიალოგი აწარმოონ ოპოზიციასთან და საზოგადოებასთან". - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. 

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ნიკა მელია წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. საქმე არსებით განხილვაზე გადადის. შემდეგი სასამართლო სხდომა ირაკლი შვანგირაძემ 12 ივნისს ჩანიშნა.

იქამდე, ვიდრე გისოსებს მიღმა ნიკა მელიას გამოამწყვდევდნენ, ხელბორკილები მის თანაგუნდელს, ზურაბ ჯაფარიძეს დაადეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს რეჟიმი ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს არგადახდას ედავება. 

მსგავსი სიახლეები