"ორდენი სამშობლოსა და ერის წინაშე დამსახურებისთვის" - ვახტანგ გომელაური დააჯილოდოვეს
ვახტანგ გომელაური დააჯილოდოვეს - შინაგან საქმეტა ყოფილ მინისტრს "სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის" ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი გადასცეს. ორდენი სანქცირებულ ყოფილ მინისტრს მიხეილ ყაველაშვილმა გადასცა.
ცნობისთვის, ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა 28 მაისს დატოვა. შინაგან საქმეთა ახალ მინისტრად "ოცნების" ხელისუფლებამ გელა გელაძე დანიშნა - მინისტრი "ნაციონალური" წარსულით.