ორი წერილი აშშ-დან - რას ამტკიცებს კობახიძე
ორი წერილი აშშ-დან - ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ წერილი, რომელიც ყაველაშვილის ადმინისტარციის ცნობით, მას დონალდ ტრამპმა გამოუგზავნა, "ასახავდა იმ საერთო ღირებულებებს, რომელებიც საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას აკავშირებს".
ამ წერილის გარდა, საჯაროდ არის გავრცელებული კიდევ ერთი წერილი - სახელმწიფო დეპარტამენტიდან, სადაც მარკო რუბიოს გზავნილის შესახებ წერია ქართველი ხალხისთვის. კობახიძის მტკიცებით - აღნიშნული წერილი "26 მაისს, ოპოზიციის აქციის რაღაცნაირ გააქტიურებას ემსახურებოდა".
ორი წერილი გამოქვეყნდა, პირველი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით გამოქვეყნებული წერილი. ჩვენი აღქმით, ეს წერილი ემსახურებოდა ერთადერთ რამეს - 26 მაისს, ოპოზიციის აქციის რაღაცნაირ გააქტიურებას. მოგვაინებით გამოქვეყნდა პრეზიდენტ ტრამპის მისალოცი წერილი, რომელიც გამოიგზავნა პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ და წერილი ასახავდა იმ საერთო ღირებულებებს, რომელებიც აკავშირებს საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას. თუმცა, ასევე ხედავთ თქვენ, რომ ამერიკის საელჩოს საქართველოს დღემდე არ გამოუქვეყნებია თავის საიტზე პრეზიდენტ ტრამპის წერილი. ყველაფერი გასაგებია - როგორც თავადვე იტყოდნენ, რომ ყველაფერი გასაგებია", - ამბობს კობახიძე.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ ამერიკის ინტერესში არ არის ჩვენს რეგიონში "ანტიამერიკული" მთავრობის არსებობა და თუ ასე მოხდება საქართველოს ფასის გადახდაც მოუწევს.
ქართული ოცნების" ხელისუფლებას "ანტიამერიკული მთავრობა" უწოდა .