პრეზიდენტი ზურაბიშვილი კაია კალასისა და მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება

31.05.25 16:36
პრეზიდენტი ზურაბიშვილი კაია კალასისა და მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება

ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნის მიმართ ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია, - ასე ეხმაურება საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კაია კალასისა და მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას FARA-ს თაობაზე. 

სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს, რომ "ევროპული კურსის შეჩერებასა და რუსული კანონების დაწესებაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ამაოა".

ევროპული კურსის შეჩერებასა და რუსული კანონების დაწესებაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ამაოა. მაგრამ, ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა პროევროპელი საქართველოს მოქალაქეებისა და ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ მათი მოთხოვნის მიმართ აუცილებელია!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი "ქართული ოცნების" FARA-სთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ორი წამყვანი ევროპელი პოლიტიკოსი წერს, რომ კანონი "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ" რეპრესიული ხასიათის არის და ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენს. მათივე განმარტებით, კანონის მიზანია,  განსხვავებული აზრის ჩახშობა, თავისუფლების შეზღუდვა და აქტივისტებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის სამოქმედო სივრცის კიდევ უფრო მეტად შევიწროება. 

მსგავსი სიახლეები