ივანიშვილი საერთაშორისო დანაშაულის ეპიცენტრში - მუხთარლი მისი და ბაჩიაშვილის გატაცების ხელწერაზე საუბრობს

31.05.25 18:51
ივანიშვილი საერთაშორისო დანაშაულის ეპიცენტრში - მუხთარლი მისი და ბაჩიაშვილის გატაცების ხელწერაზე საუბრობს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების საქმეს "ტვ პირველის" ეთერში აფასებს.

მუხთარლი აღნიშნავს, რომ მისსა და გიორგი ბაჩიაშვილის შემთხვევაში მოვლენები ერთნაირად განვითარდა.

ჟურნალისტის თქმით, ორივე მათგანს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და რეჟიმებისთვის მიუღებელი პირები მხარეებს ამ მეთოდით გადასცეს. 

  • აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან 2017 წლის 29 მაისს მოიტაცეს და გატაცებიდან ერთი დღის შემდეგ აზერბაიჯანში დაკავებული აღმოჩნდა.

ამასთან, მუხთარლი გატაცების პროცესის ფიგურანტებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ როგორც მის, ასევე გიორგი ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც, მოვლენებში ჩართული პირები ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი იყო. 

ორივე ისტორია ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ორივე ეხება ადამიანის გატაცებას. ერთ შემთხვევაშიც იყო საზღვრის კვეთის ეპიზოდი და ახლაც იგივე ეპიზოდად გვაქვს საქმე. მე გამიტაცეს ქალაქის ცენტრიდან, მეც და ბაჩიაშვილსაც თავზე ტომარა ჩამოგვაცვეს. ბაჩიაშვილი დამალული ჰყავდათ და შემდგომ გამოაჩინეს. ორივე დანაშაული ჩადენილია სახელმწიფოს მიერ. ყველაზე საშიში ტენდენცია, რასაც ახლა ვუყურებთ, არის ის, რომ ამ გატაცებებში საქართველოს უმაღლესი რანგის პირები იყვნენ ჩართულები. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ საქმეებში ჩართული იყვნენ ქართული სპეცსამსახურები. 

(ჟურნალისტი: ვინ არის უშუალოდ თქვენ საქმეში ჩართული) ეს არის პირველი პირების შეთანხმება. აზერბაიჯანის ხელისუფლების პირველი პირის და ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა იყო ჩემს შემთხვევაში... მე ვფიქრობ, რომ ბაჩიაშვილის გატაცება ივანიშვილის გუნდის თანამონაწილეობით მოხდა". - განაცხადა აფგან მუხთარლიმ.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 27 მაისს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ სუს-მა გაავრცელა. ანრი ოხანაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ ოლიგარქის მილიონების  ყოფილი მმართველი, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება მთელს  მსოფლიოში ეძებდა, საქართველოდან რამდენიმე კილომეტრში, წითელ ხიდსა და სადახლოს შორის არსებულ ე.წ. მწვანე ზონაში სეირნობდა. 

გიორგი ბაჩიაშვილმა დუმილი სასამართლო პროცესზე დაარღვია. მან სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს. 

მსგავსი სიახლეები