ბაჩიაშვილის გატაცება ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო - დეკანოიძე
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის გატაცება ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პოლოლიკაშვილის ჩანაცვლებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ სახელმწიფომ ივანიშვილის სურვილის გამო ქვეყნის ინტერესები გაცვალა.
ფაქტია, რომ ამ უკანონო სქემაში, რომელიც ალბათ უფრო გამოაშკარავდება დროთა განმავლობაში, ჩარეული იყო ძალიან ბევრი ადამიანი და სახელმწიფო თვითონ. ეს იყო ივანიშვილის გადაწყეტილება. ჩვენ ვნახეთ იგივე პოლოლიკაშვილის ჩანაცვლება, რომელზეც ეჭვი იყო, რომ ნამდვილად სახელმწიფომ ქვეყნის ინტერესები გაცვალა ზუსტად კონკრეტულად ივანიშვილის სურვილის გამო, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 27 მაისს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ სუს-მა გაავრცელა. ანრი ოხანაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ ოლიგარქის მილიონების ყოფილი მმართველი, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება მთელს მსოფლიოში ეძებდა, საქართველოდან რამდენიმე კილომეტრში, წითელ ხიდსა და სადახლოს შორის არსებულ ე.წ. მწვანე ზონაში სეირნობდა.
გიორგი ბაჩიაშვილმა დუმილი სასამართლო პროცესზე დაარღვია. მან სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს.