რეჟიმის მიზანი იყო, ბაჩიაშვილი ქვეყანაში სწორედ ამ ფორმით ჩამოეყვანათ - კოპალეიშვილი
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი მაია კოპალეიშვილი დარწმუნებულია, რომ გიორგი ბაჩიაშვილის გატაცებაში მთლიანად "ოცების" არალეგიტიმური ხელისუფლება მონაწილეობდა. იურისტი ფიქრობს, რომ რეჟიმი ამ საქმეს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე არ გამოძიებს.
ეს არის ნამდვილად გატაცება. ბუნებრივია, ამ გატაცებაში მონაწილეობდა მთლიანად „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება და მათი მიზანი იყო სწორედ ასეთი ფორმით ჩამოეყვანათ ბაჩიაშვილი საქართველოში. ამიტომ ჩვენ მოლოდინი, რომ ახლა ამას ვინმე გამოიძიებს და სისხლის სამართლის საქმე იქნება აღძრული „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში, ბუნებრივია, არ უნდა გვქონდეს, - ამობს მაია კოპალეიშვილი.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 27 მაისს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ სუს-მა გაავრცელა. ანრი ოხანაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ ოლიგარქის მილიონების ყოფილი მმართველი, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება მთელს მსოფლიოში ეძებდა, საქართველოდან რამდენიმე კილომეტრში, წითელ ხიდსა და სადახლოს შორის არსებულ ე.წ. მწვანე ზონაში სეირნობდა.
გიორგი ბაჩიაშვილმა დუმილი სასამართლო პროცესზე დაარღვია. მან სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს.