"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა: ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აღარ არის
"პირველების" მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა დატოვა.
განცხადება მგალობლიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისმღავრობის გადამდგარი მეთაური ამტკიცებს, რომ პოსტიდან წასვლა ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვიტა.
მინდა მადლობა გადავუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამინისტროების ყველა თანამშრომელს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მხარდაჭერისთვის, იმ ათასობით დევნილს, რომელსაც პირადად შევხვდი ამ მოკლე დროში, მაგრამ ჩვენ შევძელით მცირედი, თუმცა ნაყოფიერი პროექტების განხორციელება.
მადლობა მხარდაჭერისთვის, მე ვრჩები თქვენთან როგორც ენგურს გაღმა, ასევე გამოღმა მცხოვრებ დროებით დევნილი მოქალაქეების უფლებების სადარაჯოზე"- წერს მგალობლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის მთავრობაში არსებულ დაპირისპირებაზე "პირველებმა" სიუჟეტი წინა კვირას მოამზადა.
წყარო "ტვ პირველს" უყვება, რომ ლევან მგალობლიშვილი თანამშრომლებს უშვერი სიტყვებით მიმართავდა და ნაწილი სამსახურიდან გაუშვა, ფუნქციების შეუზღუდა ირაკლი კობახიძის სიძეს, რომელიც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ერთ-ერთი მინისტრია.
"პირველების" ინფორმაციით, ბოლოს დავით ფიფია ლევან მგალობლიშვილის ჩატარებული მთავრობის სხდომებსაც კი არ ესწრებოდა.