ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი ჩუღურეთის N 24-ე საარჩევნო უბანზე (ვიდეო)
ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი ჩუღურეთის N 24-ე საარჩევნო უბანზე - კადრებში, რომელიც გავრცელდა, ჩანს, როგორ აძლევს სავარაუდოდ "ოცნების" კოორდინატორი ამომრჩეველს ფულს.
"ტვ პირველმა" ამომრჩევლის მოსყიდვის არაერთი ფაქტი დააფიქსირა.
ამომრჩევლის მოსყიდვებზე საუბრობენ ქუთაისშიც.
ოპოზიციამ დღეს 123-ე უბანის მიმდებარედ გადაღებული ვიდეო წარმოადგინა, სადაც ჩანს ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მოქალაქეებს თანხას ურიგებს.