“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ
“ქართული ოცნება“ არაკონსტიტუციური ქმედების მაგალითად, ოპოზიციური პარტიების მხრიდან კოალიციური მთავრობის შექმნაზე გაკეთებულ განაცხადებას ასახელებს.
თორნიკე ჭეიშვილი ამბობს, რომ თუ პარტიებს აქვთ ერთი სამოქმედო გეგმა, სურთ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება და გეგმავენ ერთობლივ მუშაობას, ეს არის საფუძველი იმისა, რომ აიკრძალონ.
რეალურად საქმე გვაქვს ჩვენ კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან, არის “ძირძველი“ თუ “მშობელი“ პარტია, 2003 წლიდან, რომელიც იყო ხელისუფლებაში, თუკი ჩვენ შინაარსობრივად გავაანალიზებთ, იმ, თუნდაც დეკლარაციებს, რომლებზეც ერთობლივად იქნა კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტიების მიერ ხელმოწერა განხორციელებული, რასაკვირველია, ეს არის ძალიან მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი დადასტურება, რომ მათ სწორედაც გაცხადებული ჰქონდათ, წინასწარვე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ის, რომ მზად იყვნენ, ერთობლივად ემუშავათ, თუნდაც მთავრობის შემადგენლობაში და ერთობლივად დაეკომპლექტებინათ მთავრობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საპარლამენტო რესპუბლიკაში, ამაზე უფრო მკაფიო გამოხატულება იმისა, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ ერთ მიზნებს, არსებითად ერთ იდეოლოგიას, ძალიან რთულია, რომ ვიპოვოთ, - ამბობს თორნიკე ჭეიშვილი.