გიორგი იოსებიძე გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორი აღარ არის

03.06.25 10:49
გიორგი იოსებიძე გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორი აღარ არის

გიორგი იოსებიძე გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორი აღარ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორად დავით არჩვაძე დაინიშნა.

  • როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დავით არჩვაძე განათლებით სამართალმცოდნეა, 2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

საკადრო ცვლილებებს შსს-ში წინ უძღოდა "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიება.

კორუფციის მკვლევარები ამბობდნენ, რომ დედისერთა იოსებიძემ დოვლათის დაგროვება, "ოცნების" ხელისუფლებაში პორტირების შემდეგ დაიწყო. მანამდე მას მხოლოდ ერთი უძრავი ქონება, გრიშაშვილის ქუჩაზე უფიქსირდებოდა. 

  • ოფიციალური დოკუმენტების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ მიწებისა და ბინების შეძენას გენინსპექციის მოქმედი შეფი 2014 წლიდან იწყებს.
  • მიწა კიკეთში, 100 კვადრატული ბინა ვაკეში, ფალიაშვილზე, 3 მიწის ნაკვეთი ბორჯომის რაიონში სადგერში, ფართობი თელეთში, 2 აპარტამენტი ბაკურიანში  - ეს ყველაფერი 2014 წლიდან დღემდე მოგროვებული ქონების არასრული ჩამონათვალია.

"შაბათის ეთერმა" ქონების რეესტრი დაამონიტორინგა და გაარკვია, რომ ქონების დიდი ნაწილი, მათ შორის კომპანიაც, ათასობით პოლიციელის მაკონტროლებელს, პენსიონერი მშობლების სახელზე აქვს გაფორმებული. 

  • 149 კვადრატული უძრავი ქონება ვაკის შუაგულში, თეიმურაზ იოსებიძის (მამა) პირველი შენაძენია. მანამდე, მის სახელზე სხვა ქონება, საჯარო რეესტრის მონაცემებით არ ფიქსირდება. კიდევ ერთ მსხვილ შენაძენს, გენინსპექციის პენსიონერი მამა 2022 წელს აკეთებს. თებერვალში 2960 კვადრატულ მიწას თეთრიწყაროში ყიდულობს, მარტში კი 100 კვადრატამდე აპარტამენტს ბაკურიანში. 
  • ერთადერთი უძრავი ქონება, რომელიც გიორგი იოსებიძის მშობლების სახელზე 2012 წლამდე ფიქსირდებოდა, ბაგებში არსებული სახლი იყო. 

რა ვიცით გიორგი იოსებიძეზე:

  • მან სახელი ვანო მერაბიშვილის პოლიციაში "მიშა მიშას" ძახილით გაითქვა, ახლა კი ვახო გომელაურის რჩეულად იქცა.

მსგავსი სიახლეები