პირველად ჩვენს ისტორიაში გაფართოების საკითხს გარე გამანადგურებელი ძალა ეწინააღმდეგება - კოსი

03.06.25 13:24
პირველად ჩვენს ისტორიაში გაფართოების საკითხს გარე გამანადგურებელი ძალა ეწინააღმდეგება - კოსი

პირველად ჩვენს ისტორიაში, გაფართოების საკითხს გარე გამანადგურებელი ძალა ეწინააღმდეგება - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებაც მსჯელობენ.

მარტა კოსის თქმით, რუსული გავლენები უკვე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც კი თვალსაჩინოა.

როგორ უნდა გავუმკლავდეთ კანდიდატ ქვეყნებს, სადაც გვაქვს დემოკრატიული უკუსვლა, როგორიცაა საქართველო, სერბეთი და თურქეთი?! - ჩვენ უნდა გვქონდეს განსხვავებული მიდგომა: ეს იქნება ტესტი ევროპისთვის. პირველად ჩვენს ისტორიაში გაფართოების საკითხს ეწინააღმდეგება გარე გამანადგურებელი ძალები, რომელსაც ჩვენი დამარცხება უნდა. არ ვამბობ, რომ ყველაფერი გარედანაა, მაგრამ, მაგალითად, წევრ სახელწმიფოებშიც კი უკვე არის რუსული გავლენები", - განაცხადა კოსმა. 

ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტზე საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავენ.  ყოვეწლიურ ანგარიშში ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ არის საუბარი. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა და ამიტომ უნდა დასანქცირდნენ პასუხისმგებელი პირები.  

ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები