კოშტა: ზურაბიშვილთან განვიხილეთ პოლიტიკური ვითარება - საქართველოს მომავალი ქართველების ხელშია
“სატელეფონო საუბარი მქონდა სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს მომავალი ქართველების ხელშია, ევროპულ გზაზე საქართველოს შემდგომი პროგრესი მხოლოდ ევროპულ ღირებულებებს უნდა ეყრდნობოდეს“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
კოშტას თქმით, განხიულულ საკითხებს შორის, ერთ-ერთი ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხი იყო.
სატელეფონო საუბარი მქონდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან. განვიხილეთ პოლიტიკური ვითარება საქართველოში, მათ შორის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები.
საქართველოს მომავალი ქართველების ხელშია. ევროპულ გზაზე საქართველოს შემდგომი პროგრესი მხოლოდ ევროპულ ღირებულებებს უნდა ეყრდნობოდეს”, - წერს კოშტა.