სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

03.06.25 20:20
სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც ანტონიო კოშტას ინიციატივით გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბიშვილის პრესსამასახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ანტონიო კოშტამ სალომე ზურაბიშვილს დეტალური ინფორმაციის მიწოდება სთხოვა საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ, როგორც დემოკრატიული დარღვევების ასევე, რეპრესიების მიმართულებით.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა: გაყალბებული არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, კატასტროფულ დემოკრატიულ უკუსვლას, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, კრიტიკულ მდგომარეობას მედიაში და რუსეთის გაძლიერებულ გავლენებს. 
პრეზიდენტი კოშტა დაინტერესდა რა მოლოდინები არსებობს ქვეყანაში საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის მხრიდან ევროკავშირის მიმართ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები