ყაველაშვილი მეფე ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად ნორვეგიის სამეფოს ეწვევა და მისი უდიდებულესობის, მეფე ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.
„საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და სამეფო ოჯახების წარმომადგენლებთან ერთად, პატივს მიაგებს ნორვეგიის გარდაცვლილი მონარქის ხსოვნას.
მეფე ჰარალდ V ნორვეგიის სამეფოს 35 წლის განმავლობაში, 1991 წლიდან ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობის პერიოდი თანამედროვე ნორვეგიის ისტორიაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გარდაქმნების ეპოქას უკავშირდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ჰარალდ V-ს ხვალ, 9 სექტემბერს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში დაკრძალავენ. ის 28 აგვისტოს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეფე ჰარალდ V-ს მისი ვაჟი, ჰააკონი შეცვლის.