ამომრჩევლის მოსყიდვის კიდევ ერთი ფაქტი - ვიდეომტკიცებულება აბაშიდან
ამომრჩევლის მოსყიდვის კიდევ ერთი ფაქტი - აბაშაში N2 უბანზე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა.
არსებობს კონკრეტული ვიდეოჩანაწერი და დაფიქსირებულია ავტომობილის ნომერი.
კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ "მერსედესის" მარკის ავტომობილის მფლობელი ფულს აძლევს "ჰონდას" მარკის ავტომობილში მყოფ ამომრჩეველს.
მას შემდეგ, რაც "მერსედესის" მფლობელმა შეამჩნია, რომ უღებდნენ, ადგილი დატოვა.