ლევან ბეჟაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი სარჩელი ვერ დაიცვა და, სავარაუდოდ, წარმომადგენლობას შეცვლის

28.10.26 12:07
ლევან ბეჟაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი სარჩელი ვერ დაიცვა და, სავარაუდოდ, წარმომადგენლობას შეცვლის

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ორდღიანი მოსმენების შედეგად დადასტურდა, რომ მმართველი გუნდის სარჩელი ანტიკონსტიტუციურია და საერთაშორისო სამართლის პრაქტიკას ეწინააღმდეგება, რის გამოც, მისი ვარაუდით, „ქართული ოცნება“ სასამართლოში წარმომადგენლების შეცვლას ეცდება. 

ორი დღის განმავლობაში ვუმტკიცებდით სასამართლოს, რომ მათი სარჩელი დაუსაბუთებელია., ის ანტიუკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება სტრასბურგის საერთაშორისო სამართლის პრაქტიკას. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება", სავარაუდოდ, შეცვლის იმ წარმომადგენლობას, რომელიც აქვთ, იმიტომ, რომ მათ აბსურდული ბრალდებები წარადგინეს, აბუსრდული სარჩელი წარადგინეს, ვერც დაიცვეს თავისივე მიერ წარდგენილი სარჩელი. "ქართული ოცნება" უნდა ვამხილოთ კონსტიტუციის დარღვევაში და კონსტიტუციური წყობილების დარღვევაში, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი. 

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა განახლდა. დღევანდელ პროცესზე სასამართლო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებებს ისმენს. საქმეს, რომელიც პარლამენტის 88 წევრის სარჩელის საფუძველზე 21 ოქტომბრიდან განიხილება, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შვიდი მოსამართლის შემადგენლობით სწავლობს. უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტების“ აკრძალვას ითხოვს.   

მსგავსი სიახლეები