„აქ ვწერთ «ოცნების» პოლიტიკურ განაჩენს“ - გიორგი სიორიძე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვაზე

28.10.26 11:57
„აქ ვწერთ «ოცნების» პოლიტიკურ განაჩენს“ - გიორგი სიორიძე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვაზე

"ჩვენ აქ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ განაჩენს ვწერთ", - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" წევრმა გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სსამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

პოლიტიკოსის თქმით, "ოცნების" სარჩელს კავშირი არც სამართალთან და არც დემოკრატიასთან აქვს.  

ეს არის ხელოვნურად შეკერილი სარჩელი და რეალურად, ჩვენ ვწერთ აქ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ განაჩენს, ვამხელთ "ქართული ოცნების" ნამდვილ სახეს და ვასაბუთებთ იმას, რომ არანაირი კავშირი ამას არც სამართალთან, არც დემოკრატიულ სტანდარტებთან არ აქვს და რომ "ქართული ოცნება" არის სახელმწიფოს მიმტაცებელი, მიმთვისებელი ხელისუფლება, - თქვა სიორიძემ. 

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა განახლდა. დღევანდელ პროცესზე სასამართლო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებებს ისმენს. საქმეს, რომელიც პარლამენტის 88 წევრის სარჩელის საფუძველზე 21 ოქტომბრიდან განიხილება, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შვიდი მოსამართლის შემადგენლობით სწავლობს. უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტების“ აკრძალვას ითხოვს.  

მსგავსი სიახლეები