რასა იუკნევიჩიანე: საქართველოს შესახებ ანგარიში მხარს უჭერს ახალ სამართლიან არჩევნებს, რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას
ძალიან სამწუხაროა, რომ ამ წლიურ ანგარიშში ევროპარლამენტმა საქართველოს როგორც კანდიდატი ქვეყნის პროგრესი კი არ უნდა შეაფასოს, არამედ უდიდესი უკანდახევა დემოკრატიული სახელმწიფოდან სასტიკ ავტოკრატიამდე, - ამის შესახებ ევროპარლამენტში ევროდეპუტატმა რასა იუკნევიჩიანემ ისაუბრა.
ევროპარლამენტარმა ყველა ის ნაბიჯი ჩამოთვალა, რომელიც "ოცნების" მიერ ბოლო პერიოდში იქნა გადადგმული და თქვა, რომ გამოსავალი მხოლოდ "ახალი არჩევნები, სანქციების დაწესება რეჟიმის წინააღმდეგ და პოლიპატიმრების გათავისუფლებაა".
ძალიან სამწუხაროა, რომ ამ წლიურ ანგარიშში ევროპარლამენტმა საქართველოს როგორც კანდიდატი ქვეყნის პროგრესი კი არ უნდა შეაფასოს, არამედ უდიდესი უკანდახევა დემოკრატიული სახელმწიფოდან, ევროპის პარტნიორების ქვეყნებს შორის ლიდერობიდან სასტიკ ავტოკრატიამდე. ეს არის მაგალითი, როგორ შეუძლია ქვეყნის დაპყრობა შიგნიდან პრორუსული მთავრობას გასროლის გარეშე. გაყალბებული არჩევნები, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, დაბლოკოს ევროკავშირში გაწევრიანება, ჟურნალისტების და ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება, თავდასხმა ევროკავშირზე და მის წარმომადგელებზე. ესენი რამდენიმე მაგალითია, რომელიც მათ შორის ამ ანგარიშშია მოხსენიებული.
ანგარიში მოითხოვს სამართლიან არჩევნებს, სანქციების დაწესებას რეჟიმის წინააღმდეგ, მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას, - ამბობს რასა იუკნევიჩიანე.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა.