ეკა გიგაური: ძალიან მნიშვნელოვანია ტარგეტირებული სანქციების დაწესება იმ ინდივიდების წინააღმდეგ, ვინც საქართველოს EU-გან დისტანცირება გადაწყვიტა

04.06.25 13:46
ეკა გიგაური: ძალიან მნიშვნელოვანია ტარგეტირებული სანქციების დაწესება იმ ინდივიდების წინააღმდეგ, ვინც საქართველოს EU-გან დისტანცირება გადაწყვიტა

 

 

მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპარლამენტმა იზოლაციაში მოაქციონ ეს არადემოკრატიული რეჟიმი, მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელმა ევროპარლამენტში ისაუბრა, სადაც დღეს საქართველოს შესახებ ანგარიში დამტკიცდა. გიგაურის თქმით, მნიშვნელოვანია ტარგეტირებული სანქციების დაწესება იმ ინდივიდების წინააღმდეგ, ვინც საქართველოს EU-გან დისტანცირება გადაწყვიტა.

ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპარლამენტმა იზოლაციაში მოაქციონ ეს არადემოკრატიული რეჟიმი, მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს და დემოკრატიისთვის მებრძოლებს. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას. ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ტარგეტირებული სანქციების დაწესება იმ ინდივიდების წინააღმდეგ, ვინც საქართველოს ევროკავშირისგან დისტანცირება გადაწყვიტა, - განაცხადა გიგაურმა.  

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა.  

მსგავსი სიახლეები