ევგენიძე: რუსეთის მოკავშირე მთავრობა საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟს ეწევა

04.06.25 13:53
ევგენიძე: რუსეთის მოკავშირე მთავრობა საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟს ეწევა

 

 

ევროპა უნდა დადგეს ერთად, რადგან დემოკრატიის დაცვის წინა ხაზი ახლა უკრაინასა და საქართველოზე გადის, - ამ სიტყვებით მიმართა დღეს ევროპარლამენტარებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ. ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მან პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანა ახლა რუსულ იმპერიალიზმს ებრძვის, "ქართული ოცნება" კი საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟს ეწევა.

ჩვენ ვიბრძვით რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ თითქმის 224 წელი. რუსეთის მოკავშირე მთავრობა საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟს ეწევა. ევროპა უნდა დადგეს ერთად, რადგან დემოკრატიის დაცვის წინა ხაზი ახლა უკრაინასა და საქართველოზე გადის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ბრძოლა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. ეს არის ბრძოლა პუტინიზმის წინააღმდეგ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი მათ ღირებულებებს ძლიერად დაიცავს. ჩვენ ერთიანობის გარეშე ავტორიტარიზმს ვერ დავამარცხებთ, განსაკუთღებით, რუსულ იმპერიალიზმს, - განაცხადა ნინო ევგენიძემ. 

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა.   

მსგავსი სიახლეები