ევროპარლამენტარები: 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიის მორიგი გამოცდაა

04.06.25 15:28
ევროპარლამენტარები: 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიის მორიგი გამოცდაა

ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ 2025 წლის მუნიციპალური არჩევნები საქართველოში დემოკრატიის მორიგი გამოცდაა, ისინი მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა.  

2025 წლის  თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მორიგი გამოცდაა. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, როგორც უკვე ნაჩვენები იყო ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით" - წერია პრესრელიზში, რომელიც ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე დღევანდელი განხილვის შემდეგ გამოქვეყნდა. 

ამასთან, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ "ქართულ ოცნებას" დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებლების მონიტორინგით:  

"ვიდრე ასეთი არჩევნები არ იქნება, ევროპარლამენტის წევრები შეინარჩუნებენ  ამჟამინდელი ერთპარტიული პარლამენტისა და პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკას და მოუწოდებენ ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ ორმხრივი და კოორდინირებული პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“  მაღალჩინოსნებისა და რეჟიმის ხელშემწყობებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე"- წერია ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ასევე ნახეთ: