ერთადერთი, რასაც "ოცნება" საემიროებისგან ითხოვდა, ბაჩიაშვილის საკითხი იყო - ექსპერტები
საამიროების უარი რეზოლუციაზე - ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ "ოცნებამ" სახელმწიფო ინტერესები ივანიშვილის კერძო ინტერესში გაცვალა. დიპლომატი მამუკა ჟღენტი დარწმუნებულია, რომ ერთადერთი, რასაც ივანიშვილის პარტია საემიროებისგან ითხოვა, გიორგი ბაჩიაშვილის საკითხი იყო.
საერთოდ, ეს რეზოლუცია რომ არსებობს ჯერ კიდევ ივანიშვილის პირობებში, ეს უკვე პოზიტიური, მაგრამ გასაკვირია. მთელი სახელმწიფო მანქანა, მარტო ამ საკითხში არა, ეს არ ეხება მარტო საგარეო პოლიტიკას, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი არის მიმართული მხოლოდ იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს ივანიშვილის კერძო ინტერესი, დაკაყოფილდეს მისი ახირებები და მისი სურვილები. ამ შემთხვევაში, რასაც საქართველოს მხარე ითხოვდა საემიროებისგან, ეს იყო, ერთადერთი, ბაჩიაშვილი. საქართველომ რაში გაუცვალა ეს ყველაფერი გარდა გაეროს ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობისა, ამას დრო გვანახებს, - ამბობს
დიპლომატი გიგი კუბლაშვილის თქმით, გაუგებარია, რა უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, ვიდრე საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაა.
პრაქტიკულად, როგორც საერთაშორისო მოთამაშე, სერიოზულად არავინ აღვიქვამს. რა უნდა იყოს იმაზე მეტი შეთანხმება, როდესაც ლაპარაკია შენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე. როგორ შეიძლება აქ საერთოდ, რამეზე ლაპარაკი და რაღაცის გაცვლა-გამოცვლა. ეს არის უბედურება, რომ ასეთი კითხვები და ასეთი ეჭვებიც კი ჩნდება, - ამბობს გიგი კუბლაშვილი.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 79-ე სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სახლებში დაბრუნების უფლების მხარდაჭერას.
კენჭისყრა 3 ივნისს გაიმართა.
რეზოლუციას „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო“, მხარი 107 ქვეყანამ დაუჭირა, 9 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 49-მა თავი შეიკავა.
- აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მისცა და დოკუმენტის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა.
- რეზოლუციის მხარდამჭერებს შორის არ არის არც ჩინეთი.