"ოცნებამ" პოლოლიკაშვილის თანამდებობა ბაჩიაშვილის დასაბრუნებლად გაყიდა - გეგელია

04.06.25 22:04
"ოცნებამ" პოლოლიკაშვილის თანამდებობა ბაჩიაშვილის დასაბრუნებლად გაყიდა - გეგელია

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მისცა, ცხადი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ზურაბ პოლოლიკაშვილის თანამდებობა გიორგი ბაჩიაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემაზე გაყიდა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, დღეს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე რჩება ერთადერთი დასკვნა, რომ "ქართული ოცნება" არა ეროვნული, არამედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებით მოქმედებს. 

ყაზახებს საზღვართან არ უშვებენ, ჩაგრავენ. ემირატები მხარს არ გვიჭერენ. სამაგიეროდ, პოლოლიკაშვილი გაყიდეს ბაჩიაშვილის დასაბრუნებლად. ამ რეზოლუციამ აჩვენა ის, რომ ესენი ტრანზაქციონალისტებიც არ არიან, ესენი არიან მაპატიეთ, მაგრამ იდიოტები, აღზევებული ბრიყვები, რომლებიც ეროვნული ინტერესით კი არ მსჯელობენ, თუნდაც ტრანზაქციონალურად, არამედ ისინი რუსული ინტერესით მსჯელობენ. აქ შეხება გვაქვს რუსებთან და ბრიყვებთან, რომლებიც რეალურად ყიდიან საქართველოს. პოლოლიკაშვილიც გაყიდეს ბიძინა ივანიშვილის ინტერესისთვის, რათა კაცი გამოეტაცებინათ". - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 79-ე სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სახლებში დაბრუნების უფლების მხარდაჭერას.

კენჭისყრა 3 ივნისს გაიმართა. 

რეზოლუციას „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო“, მხარი 107 ქვეყანამ დაუჭირა9 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 49-მა თავი შეიკავა.

  • აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მისცა და დოკუმენტის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა.

მსგავსი სიახლეები