კალაძე პოლიტიკიდან გასვლის სტრატეგიას ამზადებს - ხიდაშელი

04.06.25 23:33
კალაძე პოლიტიკიდან გასვლის სტრატეგიას ამზადებს - ხიდაშელი

"სამოქალაქო იდეის" დამფუძნებელი, თინა ხიდაშელი კახა კალაძის მიერ ახალი კომპანიის, შპს "კალა კაპიტალ თბილისის" დაფუძნებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველობის არჩევნები უკონკურენტოდ ჩატარდება, კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი აღარ იქნება. შესაბამისად, ხიდაშელის შეფასებით, კომპანიის დაფუძნება სწორედ იმას ემსახურება, რომ კალაძე პოლიტიკიდან გასვლის სტრატეგიებს ამზადებს. 

არაფერი არ არის გასაოცარი და გასაკვირი, მათ შორის არც ის, რომ კალაძე შეიძლება აღარ იყოს, უფრო სწორედ მესამე ვადით აღარ იყაროს მან კენჭი თბილისის მერად. ყოველ შემთხვევაში იმ ფონზე, როცა ოპოზიციიდან გაურკვეველია იქნება თუ არა ერთიანი კანდიდატი, რაც იქნებოდა სერიოზული საფრთხე მისთვის. იმ ფონზე, რომ შესაძლოა საერთოდ უკონკურენტო იყოს ეს არჩევნები, რა თქმა უნდა, ამ რისკს გაწევს "ქართული ოცნება" და კალაძე შეიძლება საერთოდ აღარ იყოს გადაწყვეტილი.

მე ვფიქრობ, რომ მას წასვლა არ აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ის გაცვლის კანდიდატს იმ შემთხვევისთვის, თუ მისი აუცილებლობა და საჭიროება გუნდს აღარ ექნება. კალაძეც, ისევე როგორც ბევრი სხვა, ცდილობს, რომ გაექცეს სანქციებს და მან ძალიან კარგად იცის, რომ პირველივე სიაში, რომელიც "ქართული ოცნების" წინაშე გაჩნდება, ის იქ იქნება", - ამბობს თინა ხიდაშელი.

კახა კალაძე ახალ კომპანიას აფუძნებსშპს ,,კალა კაპიტალ თბილისი” მერის სახელზე რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დარეგისტრიდა და "პირველების" ინფორმაციით, უკვე ორი დირექტორის შეცვლაც მოასწრო.

  • კომპანიის დირექტორიად თავდაპირველად კახა - კობა ივანოვი დანიშნეს, ეს უკანასკნელი ოპოზიციის ინფორმაციის მიხედვით, დედაქალაქის მერის ახლო გარემოცვას წარმოადგენს. 
  • საჯარო რეესტრის ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა ისიც, რომ ახალი კომპანიის დაფუძნებიდან ორ კვირაში კალაძემ კომპანიის დირექტორი შეცვალა და პოსტზე ლანა ხასიდაშვილი დანიშნა. 

ცნობისთვის, ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონი” თბილსის მოქმედ მერს კომპანიის წილის ფლობას უკრძალავს. 

მსგავსი სიახლეები