რეზოლუციას, რომელიც ივანიშვილსა და მისი გუნდის დასანქცირებას ითხოვს, კობახიძემ "უინტერესო" უწოდა
ივანიშვილის ხელისუფლების დასანქცირების დოკუმენტი ევროპარლამენტში - EU-ს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებულ მწვავე ანგარიშს ირაკლი კობახიძე "უინტერესო რეზოლუციად" აფასებს.
ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტი დღეს საბჭოთა კავშირს შეადარა.
ევროპარლამენტის რეზოლუციები არის აბსოლუტურად უინტერესო, თუკი რამე წააგავს საბჭოთა ინსტიტუტს, ეს არის სამწუხაროდ, ევროპარლამენტი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არაფრით განსხვავდება საბჭოთა უზენაესი საბჭოსგან. მე მახსოვს 80-იან წლებში მათი პათოსი, განხილვების შინაარსი, უსამართლობის ხარისხი, არაფრით განსხვავდება სამწუხაროდ დღევანდელი ევროპარლამენტი ამ ყველაფრისგან. იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში გაჯანსაღების პროცესი და ცვლილებები შეეხება ევროპარლამენტს. ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია, ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ევროპარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა.
რა წერია უმწვავეს დოკუმენტი? - რეზოლუციას გაეცანით მოცემულ ბმულზე.