ირაკლი რუხაძე ქართულ საბანკო სექტორში ჩინური ინვესტიციის შემოსვლაში პრობლემას ვერ ხედავს

05.06.25 15:18
ირაკლი რუხაძე ქართულ საბანკო სექტორში ჩინური ინვესტიციის შემოსვლაში პრობლემას ვერ ხედავს

 

 

"ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენი, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელ ირაკლი რუხაძე ადასტურებს რომ „ლიბერთი ბანკს“ ყიდის და ამ საკითხზე ბაზის ბანკთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ველაპარაკებით ბაზისბანკს, მაგრამ არ დასრულებულა და იმასაც ვერ გეტყვით ზუსტად როდის დასრულდება, უბრალოდ მიდის ლაპარაკი. შეიძლება პროცესი სხვანაირად წავიდეს, შეიძლება საერთოდ უარი ვთქვათ გაყიდვაზე, რაც ორი წლის წინ გავაკეთეთ", - ამბობს რუხაძე.

ბაზის ბანკი ჩინური წარმომავლობის კომპანიაა, ამიტომ "პირველებმა" რუხაძეს ჰკითხა, "ბაზის ბანკის" მიერ "ლიბერთი ბანკის" შეძენის შემთვევაში, შესაძლებელია თუ არა რომ ქართულ საბანკო სექტორში ჩინური ინტერესი შემოვიდეს. 

ჩვენ ყველანი ვმონაწილეობთ ქართულ საბანკო სისტემაში და ვთამაშობთ იმ წესებით, რომლებიც დაგვიწესა საქართველოს მთავრობის ამ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა - ეროვნულმა ბანკმა. ამიტომ მე განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდები, გარდა იმისა, რომ გაჩნდება ძალიან საინტერესო ბანკი, მესამე ბანკი, რომელიც იქნება ორჯერ დიდი, ვიდრე დღევანდელი მესამე ბანკია სიდიდით", - პასუხოსბ რუხაძე. 

კითხვაზე - ხედავს თუ არა პრობლემას რუხაძე ჩინური ინვესტიციის შემოსვლაში, ბიზნესმენი ამბობს, რომ "ამას მხოლოდ მიესალმება".

ბაზისბანკში 10 წელია ჩინური ფულია და შეგიძლიათ დამისახელოთ რა მოჰყვა მას. თუ მოჰყვება მხოლოდ კარგია. მე მხოლოდ მივესალმები იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ფული შემოვიდეს, ჩინურიც. ფულის შემოსვლა არ ნიშნავს ქვეყნის შემოსვლას. ეს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა რამაა", - განაცხადა რუხაძემ. 

დღეს ჩინეთის შესახებ ისაუბრა ირაკლი კობახიძემაც და თქვა, რომ ის “მისაბაძი სახელმწიფოა”.

კობახიძემ განაცხადა, რომ ჩინეთის როლი განსაკუთრებით "უნდა დავაფასოთ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით მეტი მშვიდობის უზრუნველყოფაში".
 

მსგავსი სიახლეები