"ქართული ოცნებისა" და რუსული დაზვერვის იდენტური განცხადებები
რუსული საგარეო დაზვევრვა ბრიტანეთის წინააღმდეგ - მოსკოვი ამტკიცებს, რომ ლონდონი ქართული ოპოზიციის გაძლიერებას აპირებს, რომ "მეორე სუნთქვა გაუხსნას".
რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ რუსული საგარეო დაზვევრის განცხადება დღეს გამოაქვეყნა. მოსკოვის განცხადებას წინ შალვა პაპუაშვილის განცხადებება უძღოდა.
- დღეს დილით შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ბრიტანეთის ელჩი გააკრიტიკა და თქვა, რომ გარეტ უორდი ვენის კონვენციას არღვევს.
- "ქართული ოცნების" ლიდერი ჟურნალისტებთან ამტკიცებდა, რომ დიპლომატიური უწყება ქვეყანაში ოპოზიციას აძლიერებს იმისთვის, რომ მათ გაძლიერონ ბრძოლა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ.
"ბრიტანეთი დიდი ფულის ჩადებას აპირებს, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის გასაძლიერებლად" - ეს კი უკვე რუსეთის საგარეო დაზვევრის განცხადებაა, რომელიც "ბრძოლის ახალ ტალღაზე" ამახვილებს ყურადღებას.
ლონდონი გეგმავს ქართული ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფინანსება მნიშვნელოვნად გაზარდოს, რაც მათ მიერ ანტისამთავრობო საქმიანობის რადიკალიზაციას ისახავს მიზნად.
ბრიტანელები აპირებენ, რომ „დივერსიულად დამუხტულ“ ორგანიზაციებს ოპოზიციურ პარტიებთან ძალების გაერთიანებისკენ უბიძგონ. ლონდონის გათვლებით, ამან სისტემური პოლიტიკური ოპოზიციის „რეორგანიზაცია“ უნდა გამოიწვიოს, მას „მეორე სუნთქვა“ უნდა გაუხსნას და მმართველი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ბრძოლის ახალი რაუნდის დასაწყებად მისი მობილიზება უნდა მოახდინოს", - წერია რუსული დაზვერვის გავრცელებულ განცხადებაში.
რუსული დაზვერვის განცხადებაში ასევე წერია, რომ „ქართული ოცნების მმართველობა ლონდონში დაუფარავ გაღიზიანებას იწვევს“.
განცხადებით თანახმად, დასავლეთს „აღიზიანებს საქართველოს სურვილი, განთავისუფლდეს ლიბერალურ-გლობალისტური ძალების მეურვეობისგან“.
„დასავლეთში განსაკუთრებით აღიზიანებთ ის, რომ თბილისი, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, სამხრეთ კავკასიაში „დემოკრატიზაციის ლოკომოტივი“ იყო, „ავტორიტარული გზისკენ“ სულ უფრო მეტად უხვევს და ეროვნულ ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს. ლონდონს ქართველი ხალხი არ აინტერესებს, რომელმაც გასულ წელს ჩატარებულ არჩევნებში ქვეყნის ხელმძღვანელობის ეროვნულ კურსს მხარი ცალსახად დაუჭირა“, - ნათქვამია განცხადებაში.