"ოცნება" და კრემლი ერთ საქმეში არიან" - გრიგოლ გეგელია
"ის რომ რუსეთი მორიგ ჯერზე "ოცნებას" ციტირებს, ეს დასტურია, რომ "ოცნება" და კრემლი ერთ საქმეში არიან" - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია გაეროში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის განცხადებას, რომელმაც სხდომაზე 2008 წლის ომის შესახებ "ოცნების" პოლიტსაჭოს განცხადება წაიკითხა.
გეგელია ამბობს, რომ "ოცნება" ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ ბანდფორმირებად" ჩამოყალიბდა.
ეს არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური იმისა, თუ რაოდენ ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივია ბანდფორმირება სახელად - "ოცნება". კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე "ქართულ ოცნებას" ციტირებს და ოფიციალურად იშველიებს საქართველოს ოკუპანტი და ჩვენი სახელმწიფოს მტერი, რუსეთის ფაშისტური ფედერაცაი. ეს საუკეთესო დასტური, რომ "ოცნება" და კრემლი არიან ერთ საქმეში", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
გაეროში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის დაბლოკვის მიზნით, რუსმა დიპლომატმა, ოცნების პოლიტსაჭოს ის განცხადება წაიკითხა, რომელიც ივანიშვილის პარტიამ ჯერ კიდევ გასულ წელს გამოაქვეყნა და სადაც ომის დაწყება საქართველოს წინა ხელისუფლებას და დასავლეთს ერთდროულად დააბრალეს.