ფავლენიშვილი: "გაეროში ივანიშვილის ბანდის განცხადებები გამოყენებულ იქნა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებლად"
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, "ოცნება" მიზანმიმართულად ცდილობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას და სწორედ ამის მკაფიო გამოხატულება იყო, გაეროში რუსეთის წარმომადგენლის გამოსვლა, რომელმაც "ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება წაიკითხა 2008 წლის ომის თემაზე.
ივანიშვილის დავალებით, წულუკიანის მიერ შექმნილი ჩეკისტური კომისიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისასას სუვერენიტეტის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება საერთაშორისო არენაზე და ამის მკაფიო გამოხატულება ვიხილეთ, როდესაც გაეროს ტრიბუნაზე გამოყენებულ იქნა ამ ე.წ. კომისიის საქმიანობა და ივანიშვილის ბანდის განცხადებები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების და სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რაც მკაფიოდ მიუთითებს იმ მოღალატეობრივ კოლაბორაციონალისტურ ბუნებას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს და იმ აუცილებლობას, რომ ამ სისტემის დემონტაჟი მოვახდინოთ, რადგან ეს რეჟიმი ქვეყანას უქმნის სასიცოცხლო საფრთხეს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
გაეროში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის დაბლოკვის მიზნით, რუსმა დიპლომატმა, ოცნების პოლიტსაჭოს ის განცხადება წაიკითხა, რომელიც ივანიშვილის პარტიამ ჯერ კიდევ გასულ წელს გამოაქვეყნა და სადაც ომის დაწყება საქართველოს წინა ხელისუფლებას და დასავლეთს ერთდროულად დააბრალეს.