ხოშტარია: მზად ვარ, პუნქტობრივად მოვყვე, რა უნდა გავაკეთოთ არჩევნებზე არგასვლის პარალელურად

06.06.25 23:28
ხოშტარია: მზად ვარ, პუნქტობრივად მოვყვე, რა უნდა გავაკეთოთ არჩევნებზე არგასვლის პარალელურად

"რადგან დისკუსია გახსნილია, დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, დავსხდეთ და ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში" - ასე პასუხობს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინადადებას. 

  • საუბარია მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომლითაც მან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა/არ მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციას დისკუსიისკენ და ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა. 

როგორც ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, მზად არის, პუნქტობრივად დაასაბუთოს, "რატომ აზიანებს რუსულ რეჟიმთან ბრძოლას ბიძინას არჩევნებად წოდებულში გასვლა". 

მე მზად ვარ პუნქტობრივად დავასაბუთო რატო აზიანებს რუსულ რეჟიმთან ბრძოლას ბიძინას არჩევნებად წოდებულში გასვლა, ვრცლად ვსაუბრობ ტვ- ში ამაზე და ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ, მათ შორის დებატში. 

ასევე მზად ვარ პუნქტობრივად მოვყვე რა უნდა გავაკეთოთ ოპოზიციამ არგასვლის პარალელურად და დავასაბუთო, რომ ის ნაბიჯები რეჟიმს დაასუსტებს. 

ეხლა მაინტერესებს, ვინც მხარს უჭერს გასვლას ახსნას ბრძოლის კონკრეტულად რა სტრატეგიაა ეს? ერთი მოვისმინე ხალხმა დაინახოს რომ აყალბებსო? ცოტა მეტად რომ ახსნათ? ანუ ის კი არ მოყვეთ აბა რა ვაკეთოთო, გასვლით რას ვაღწევთ ბრძოლაში ეგ მოყევით. 

რადგან დისკუსია გახსნილია დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze დავსხდეთ ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ". - წერს ელენე ხოშტარია. 

მსგავსი სიახლეები