ბაჩიაშვილის მიერ ერთ-ერთ გამტაცებლად ანრი ოხანაშვილის დასახელების შემდეგ, "ქართულ ოცნებაში" პირველი კომენტარი გაკეთდა

09.06.25 20:52
ბაჩიაშვილის მიერ ერთ-ერთ გამტაცებლად ანრი ოხანაშვილის დასახელების შემდეგ, "ქართულ ოცნებაში" პირველი კომენტარი გაკეთდა

გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ერთ-ერთ გამტაცებლად სუს-ის შეფის, ანრი ოხანაშვილის დასახელების შემდეგ, "ქართულ ოცნებაში" პირველი კომენტარი გაკეთდა - მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველის მიერ გაკეთებული განცხადება "სუს-ის პრესტიჟზე" დადებითად იმოქმედებს.

მდინარაძე კამერების წინ ამტკიცებს, რომ თემასთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას "გამოძიება დეტალურ და ამომწურავ პასუხს გასცემს".

მე ძალიან გთხოვთ ყველას, არ უარყოთ ეს ვერსია. ეს სუს-ის პრესტიჟს ერთი-ორად ამაღლებს. ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში ოპერაცია და წამოიყვანა ამის შედეგად მსჯავრდადებული საქართველოსი სხვა ქვეყნიდან. ასეთი ოპერაციების შესახებ კინოებში მინახავს, გაგვიგია და დიდი ინტერესით გვიყურებენ. მოდი არ უარვყოთ ეს ვერსია და თქვენ გთხოვთ, რომ მოდი, ამ ვერსიის მიმართულება არ ჩამოწიოთ დაბლა და არ თქვათ, რომ ეს ასე არ იყო. კიდევ უფრო სერიოზულად თუ მკითხავთ, მე როგორც ვიცი, გამოძიებას მიმართა და ბუნებრივია არსებობს ვალდებულება იმის შესახებ, რომ დეტალურად იქნას გამოძიებული ასეთი საკითხები, მათ შორის მისი დაკავების დეტალები. დარწმუნებული ვარ, გამოძიება დეტალურ და ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას. მე მის მიერ დასახელებული ვერსიასთან მიმართებით წინააღმდეგობას არ დავაფიქსირებ, რადგან ძალიან მომწონს". - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა - ბიზნესმენმა საკუთარ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მის გატაცებაში სუს-ის ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი პირადად მონაწილოებდა. 

კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა თქვა, რომ ბორტზე, რომლითაც ის გაიტაცეს და საქართველოში ჩამოიყვანეს, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. 

ბაჩიაშვილის თქმით, ის ყველა ნორმის დარღვევით, თავზე ტომარა ჩამოფარებული უკანონოდ ჩამომიყვანეს საქართველოში. "ეს იყო ივანიშვილის შეკვეთით და სუს-ის შესრულებით განხორციელებული ქმედება"- ამბობს ბიზნესმენი.

მსგავსი სიახლეები