"ოცნება" საკადრო ცვლილებების გაგრძელებას არ გამორიცხავს
"ოცნება" საკადრო ცვლილებების გაგრძელებას არ გამორიცხავს - ივანიშვილის გუნდის წევრი, ლევან მახაშვილი ამბობს, რომ შსს-ში შესაძლოა, კიდევ ვიხილოთ საკადრო გადაადგილებები.
"ქართული ოცნების" წევრი, ამტკიცებს, რომ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც გელა გელაძე ჩათვლის.
- ცნობილი გახდა, რომ გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი აღარ არის. "ხარებას" თანამდებობაზე რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს.
- ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გაუშვეს. ეს უკანასკნელი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
- ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა.
მახაშვილი დიდი საკადრო ცვლილებების შესახებ არ საუბრობს და მედიას ურჩევს, კითხვები "ქართული ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრს დაუსვას.
ბატონი ხარაზიშვილიი წასვლა არ არის ერთადერთი. იცით, რომ შსს-ში რიგირ გადაადგილებები მიმდინარეობს. კონკრეტულად რატომ ეს ადამიანი, რატომ სხვა ადამიანი, შეგიძლიათ ახალ ხელმძღვანელობას კითხოთ. ნებისმიერ სიტუაციაში ყოველთვის არის რესურსი. მითუმეტეს ახალი მინისტრია, ახალი ხედვით, ახალი დავალებით პრემიერ-მინისტრისგან და მთავრობისგან. როგორც ჩანს, მან ჩათვალა საჭიროდ ამ ეტაპზე, ამ ტიპის გადაადგილებებია საჭირო. კიდევ ერთხელ, ეს ბატონ ხარაზიშვილზე არ არის მარტო საუბარი. იცით, მინისტრის მოადგილეეები შეიცვალნენ, პოლიციის ხელმძღვანელების გადაადგილება მოხდა. ასე რომ სავარაუდოდ, სხვა გადაადგილებებსაც ვიხილავთ, იმის კვალდაკვალ, რასაც და როგორც ჩათვლის ახალი მინისტრი საჭიროდ". - აცხადებს ლევან მახაშვილი.